მოზარდებისთვის

კონფედენციალურობის პოლიტიკა

გვსურს გაცნობოთ Stopbullying.ge-ს კონფედენციალურობის პოლიტიკაზე და იმის შესახებ, თუ როგორ არის თქვენი უფლებები დაცული საიტის ფარგლებში.
შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენი საუბარი Stopbullying.ge-სთან პირადად დარჩება. ჩვენ მიერ მიღებული ნებისმიერი მონაწერი არის ანონიმური და კონფედენციალური.
კონფედენციალურობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ ვასაჯაროებთ კონსულტაციისთვის მოწერილ საუბრებში არსებულ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას თქვენს შესახებ.
ანონიმურობა გულისხმობს, რომ ჩვენი ფსიქოლოგები არ მოგთხოვენ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაზიარებას კონსულტაციის დროს. თქვენ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ინფორმაცია საკუთარ თავზე, როგორიცაა სახელი/გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი თუ გსურთ, რომ ფსიქოლოგი დაგეხმაროთ შესაბამისი სერვისის მოძიებაში, თუმცაღა ეს სავალდებულო არ არის.
თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. თქვენი პირადულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

დარეპორტების მოვალეობა
Stopbullying.ge არ ინახავს გამოგზავნილ კითხვებსა და ისტორიებს. ჩვენ არ გვაქვს სხვა პირის ჩართვის უფლება, თუკი თქვენ ანონიმურობას გადაწყვეტთ.
თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ ისეთი ინფორმაციის მოწოდებას, რომლის მეშვეობითაც თქვენი ინდენტიფიცირება შესაძლებელია და სიტუაცია საფრთხეს შეიცავს თქვენს ან სხვის მიმართ, ფსიქოლოგი ლეგალურად ვალდებულია ჩართოს გარე რესურსი. ეს ნაწილია ჩვენი “დარეპორტების მოვალეობისა”.
ჩვენი ფსიქოლოგი ვალდებულია შემთხვევა დაარეპორტოს ქვემოთ მოცემულ სიტუაციებში:
1. თუ გვეტყვით, რომ სხვა ადამიანი ზიანს გაყენებთ, აქამდე მოუყენებია ან შესაძლოა მოგაყენოთ მომავალში, და ამასთანავე მოგვაწვდით მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.
2. თუ გვეტყვით, რომ აპირებთ საკუთარ თავს ან სხვას მიაყენოთ ზიანი, და თქვენ მიეცით ფსიქოლოგს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

ინფორმაციის გამოყენება:
Stopbullying.ge-ს მიზანია, რომ თქვენ მიიღოთ საუკეთესო სერვისი ნებისმიერ დროს. ამის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზაა მიღებული ინფორმაციის გამოყენება სამომავლო ტრენინგებისა და შეფასებების გასაკეთებლად. როგორც ზემოთ უკვე ვახსენებთ, Stopbullying.ge არ აზიარებს მიღებულ ინფორმაციას ჩვენი გუნდის გარეთ მანამ, სანამ ეს მოვალეობას არ წარმოადგენს.
Stopbullying.ge იყენებს თქვენს მიერ უკუკავშირის სახით მოწოდებულ კომენტარებსა და აზრებს სერვისის გასაუმჯობესებლად. თქვენი უკუკავშირი ყოველთვის იქნება ანონიმური.