ბულინგი არის თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმა. რა თქმა უნდა, ყველა ძალადობრივ ქცევას ვერ დავარქმევთ ბულინგს და არ არის აუცილებელი, რომ ბულინგის ყველა ტიპი შეიცავდეს ძალადობას. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ბულინგი შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ადგილას და, ამასთან ერთად, არაერთი ფორმით. ბულინგში შეიძლება გავაერთიანოთ ქმედებები, დაწყებული ჭორების (ცრუ ამბების) გავრცელებიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფიდან, დამთავრებული ფიზიკური ძალადობით.
მნიშვნელოვანია გვქონდეს წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა სიტუაციებში. როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც თავად ჩვენ ვართ ბულინგის მსხვერპლი, მაშინ როდესაც ჩვენ ვესწრებით ან ჩვენი მეგობარია ბულინგის მსხვერპლი და მაშინ, როდესაც ვიღაც ბულერს გვიწოდებს.
შეიძლება, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩვენ ან ჩვენი მეგობარი გახდეს ბულინგის მსხვერპლი, ან უბრალოდ შევესწროთ შემთხვევას, როდესაც ერთი მეორეს ჩაგრავს. ასევე არის იმის ალბათობა, რომ ვინმემ თავად თქვენ გიწოდოთ ბულერი:
როგორც ვახსენეთ, შესაძლებელია ბულინგის მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანი იყოს, მათ შორის ჩვენი ძალიან ახლო მეგობრებიც.
რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შესაძლებელია ჩვენ თვითონ აღმოვჩნდეთ ბულერის როლში განზრახ თუ ძალაუნებურად, ან უბრალოდ ვიღაც აღგვიქვამდეს ასე, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდაც არ ვთვლიდეთ თავს ბულერად. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია: