ბულინგი არის თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმა. რა თქმა უნდა, ყველა ძალადობრივ ქცევას ვერ დავარქმევთ ბულინგს და არ არის აუცილებელი ყველა ბულინგის ქცევა შეიცავდეს ძალადობას. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ბულინგი შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ადგილას და ამასთან ერთად არაერთი ფორმით. ბულინგში შეიძლება გავაერთიანოთ ქმედებები, დაწყებული ჭორების (ცრუ ამბების) გავრცელებიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფიდან, დამთავრებული ფიზიკური ძალადობით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბულინგის ძირითად ეპიცენტრს წარმოადგენს სკოლები და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ბულინგის პრევენციაში მასწავლებელი ასრულებს. მნიშვნელოვანია მასწავლებელი და ზოგადად სკოლა ჩართული იყოს ბულინგის აღმოფხვრაში. არ აქვს მნიშვნელობა სად ხდება ბულინგის აქტი - სკოლაში, თუ მის გარეთ, ბულინგის ფაქტი მასწავლებელმა არასდროს არ უნდა დააიგნოროს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის ხდებოდეს სკოლის ფარგლებს გარეთ.