განსხვავებულობის მიღება: რისი გაკეთება შეგიძლია დისკრიმინაციის შემთხვევაში

12 ნოე 2019  1047 ნახვა
ავტორი: StopBullying

ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული რწმენა, გარეგნობა, შესაძლებლობები და ისტორია. ზოგჯერ სწორედ ეს განსხვავებები შეიძლება გახდეს იმისი მიზეზი, თუ რატომ არის ზოგიერთი ადამიანი ცრურწმენის მსხვერპლი.  
 
ყოველი ადამიანი იღებს გარკვეულ სარგებელს განსხვავებული ადამიანების გარემოცვაში ყოფნისას. ცრურწმენა და დისკრიმინაცია არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები განსხვავებულობის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს. ეს კი უარყოფითად აისახება მათზე, ვინც ამ ცრურწმენაში ექცევა. 
  
ადამიანები შეიძლება იყვნენ განსხვავებულები მრავალი თვალსაზრით: 

  • მორალური რწმენებით 
  • რელიგიური რწმენებით 
  • კულტურული ფონით 
  • ფიზიკური გარეგნობით 
  • სექსუალური ორიენტაციით 
  • გენდერული იდენტობით 
  • გონებრივი შესაძლებლობებით 
  • სოციალური მდგომარეობით 
  • გემოვნებით, ინტერესებითა და საყვარელი საქმიანობით 

რა არის სტერეოტიპი?

სტერეოტიპი არის როდესაც ვინმე ასკვნის, რომ მსგავსი მახასიათებლების მქონე ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მსგავსი თვისებები. სტერეოტიპები შესაძლოა იყოს საშიში და უსამართლო იმ ინდივიდებისათვის, რომლებიც მცდარი აზრის ქვეშ ექცევიან. მაგალითად იმის დაჯერება, რომ ქალები უფრო ემოციურები არიან, ვიდრე კაცები.

ცრურწმენა ერთგვარი რწმენაა

ცრურწმენა არის შემთხვევა, როდესაც ვინმე აკეთებს უარყოფით ვარაუდს ადამიანზე ამა თუ იმ სტერეოტიპზე დაყრდნობით. ამგვარი ვარაუდი ძირითადად ეყრდნობა ადამიანის კონკრეტულ ჯგუფში წევრობას. ცრურწმენა ასევე ადამიანებს ყოფს სტერეოტიპების მიხედვით. მაგალითები შეძლება მოიცავდეს:

  • რასიზმს: უარყოფითი დამოკიდებულებების ქონას კონკრეტული რასების, ეროვნებებისა და კულტურების მიმართ. 
  • ჰეტეროსექსიზმს: უარყოფითი დამოკიდებულებების ქონას კონკრეტული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ. 
  • სექსიზმს: იმის რწმენას, რომ სქესი განაპირობებს სტატუსს. 
  • აბლეიზმს: იმის რწმენას, რომ ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები განაპირობებს სტატუსს. 
  • რელიგიურ შეუწყნარებლობას: უარყოფითი დამოკიდებულებების ქონას კონკრეტული რელიგიური რწმენების მიმართ. 
  • კლასიზმს: იმის რწმენას, რომ ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს სტატუსს. 
  • იმის რწმენას, რომ გარეგნობა და ჩაცმულობა განაპირობებს სტატუსს. 
  • ეიჯიზმს: იმის რწმენას, რომ ასაკი განაპირობებს სტატუსს. 

დისკრიმინაცია არის ერთგვარი ქმედება 

დისკრიმინაცია არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი იქცევა თავისი ცრურწმენების მიხედვით. მაგალითები შეიძლება მოიცავდეს: 

  • კონკრეტული ადამიანის მაგიერ სხვა ადამიანის დაწინაურებას სამსახურში (გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო) 
  • ადამიანს, რომელიც ხელისუფლებისგან უფრო მეტი დაკვირვების ქვეშაა, ვიდრე სხვა (კანის ფერის გამო) 
  • ადამიანს, რომელსაც მაღაზიაში მხოლოდ სხვის შემდეგ ემსახურებიან (კლასობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე) 

როდესაც ადამიანს ესმის, ან ფიქრობს უარყოფითად ისევ და ისევ, მან შესაძლოა დაიწყოს იმის დაჯერება, რომ მასზე შექმნილი არასწორი წარმოდგენები მართალია (მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის). ადამიანები, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას, ხშირად აქვთ დაბალი თვითშეფასება. ისინი შეიძლება განიცდიდნენ: 

  • რთულ ემოციებს 
  • საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვას 
  • მომავალში იმედის დაკარგვას 
  • სხვების მიმართ უნდობლობას 

დისკრიმინაციული ბულინგი

დისკრიმინაციული ბულინგი არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი აირჩევა სამიზნედ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების მიერ „განსხვავებულად“ არის ჩათვლილი. ამგვარი ტიპის ბულინგი განსაკუთრებით საზიანოა, რადგანაც ამ შემთხვევაში ადამიანს ერჩიან იმის გამო, თუ როგორია. დისკრიმინაციული ბულინგი შეიძლება ეყრდნობოდეს:

  • ეთნიკურობას 
  • კანის ფერს 
  • რელიგიას 
  • სექსუალურ ორიენტაციას 
  • გენდერულ იდენტობას 
  • გარეგნობას 
  • შესაძლებლობებს 
  • ეროვნებას 

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ვინმეს განსჯა მისი პიროვნების რაიმე ნაწილიდან გამომდინარე არის არა მხოლოდ ბულინგი - არამედ ცრურწმენა და დისკრიმინაცია. 

რისი გაკეთება შემიძლია ცრურწმენის შემთხვევაში? 

ბევრი გზა არსებობს, რომ წვლილი შეიტანო ცრურწმენების შემცირებაში.

აქ ჩამოთვლილია რამდენიმე გზა, თუ როგორ აღუდგე წინ ცრურწმენას: 

  • არ გაიცინო რასისტულ, სექსისტურ ან ჰეტეროსექსისტულ ხუმრობებზე 
  • უარი თქვი ისეთი ფილმებზე, წიგნებზე, ვიდეო თამაშებზე ან აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ცრურწმენას 
  • შეედავე მეგობრებს/თანატოლებს, რომლებიც გამოხატავენ ცრურწმენებს 
  • იმუშავე სხვადასხვაგვარ ადამიანთა ჯგუფებთან სკოლაში ან შენს საზოგადოებაში 
ავტორი: StopBullying

გააზიარე: