ბულინგი და საგანმანათლებლო სივრცე: რატომ ხდებიან ბავშვები ბულერები სკოლაში

12 ნოე 2019  1291 ნახვა
ავტორი: StopBullying

ძალადობრივი ქცევა ხშირად ყალიბდება ბავშვობაში, ხოლო მსხვერპლზე ასახული შედეგები კი შესაძლოა მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეს. საინტერესოა, თუ რა აქცევს ბავშვს ბულერად? 
  
დიდი დროის განმავლობაში მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ერთი ტიპის ბულერი არსებობდა: ზედმეტად აგრესიული ბავშვი, რომელსაც უყურადღებო და უგულისყურო ოჯახის გამო თვითშეფასების პრობლემები აწუხებდა. დღესდღეობით ამგვარი წარმოდგენა უკვე იცვლება. ბულინგის დღევანდელი დეფინიცია გულისხმობს აგრესიის ფორმას ინდივიდუალებს ან ჯგუფებს შორის, რომელთაც ძალაუფლების განსხვავებული დონე აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ძალადობა და აგრესია და-ძმებს შორის რისკ ფაქტორია ბავშვის ბულერად ქცევისა, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. ბავშვები, რომლებიც მსგავს ოჯახში იზრდებიან, მაგრამ ისეთ სკოლაში დადიან, სადაც ანტი-ბულინგის პროგრამებს ყურადღება ექცევა და მეგობრული და დახმარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, არ არის აუცილებელი, რომ იგი ყველა ვარიანტში ბულერად იქცეს. 

ბოლო წლებში წარმოდგენა ტიპიური სკოლის ბულერზე მკვლევარების მიერ უფრო დაიხვეწა. ტიპიური ღია აგრესორის გარდა, სხვა, მაკიაველისტური ტიპის, ბულინგი იქნა დანახული. ბავშვები, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ხასიათდებიან უკეთესი სოციალური უნარებით, არიან მეტად ქარიზმატულები და მასწავლებლებისგან მოწონებულნი - რაც სრულიად განსხვავდება სტერეოტიპული ბულერის მახასიათებლებისაგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ამგვარი ტიპის ბავშვებს შეუძლიათ საჭიროებისამებრ „ჩართონ“ და „გამორთონ“ ბულერობა. 

საზოგადოებაში წამყვან ბულერებს სურთ ბრბოს ლიდერობა, ამის მიღწევას კი ისინი დანარჩენი ბავშვების იერარქიიდან ჩამოგდებით აღწევენ. ბოლო პერიოდში ბულინგი ახალი სახეებითაც გვხვდება. ბულინგის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ აგრესიას მსხვერპლის მიმართ განმეორებითი ხასიათი აქვს. თუმცაღა ონლაინ სამყარო ამ მოვლენას უფრო ბუნდოვანს ხდის გამომდინარე იქიდან, თუ რა შედეგი აქვს კიბერბულინგის თუნდაც ერთ შემთხვევას. იმდენად დიდი კავშირია სკოლაში მომხდარ ბულინგსა და კიბერბულინგს შორის, რომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს უკვე ორი ერთი და იგივე ტერმინია და მათი განცალკევება საჭირო აღარ არის - განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბავშვებს ტელეფონები საკლასო ოთახშიც კი მუდამ თან აქვთ. შესაძლოა ბავშვები გვერდიგვერდ მერხზე ისხდნენ, თუმცაღა ბულინგს მაინც სოციალური მედიის საშუალებით ეწეოდნენ, რადგანაც მათი ქმედება უფრო მეტი ადამიანის მიერ იქნება დანახული. 
  
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენი შვილი სხვებს აბულინგებს? 

საუკეთესო პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს იმის გაგება, თუ რა არის მისი ამგვარად მოქცევის მოტივაცია. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, იქნებ საკუთარი ქმედებები განაპირობებს და გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე და გამომწვევი მიზეზიც ეს არის. ბევრი ბავშვი მშობელს ხშირად მისაბაძ მოდელად აღიქვამს და მაგალითსაც მისგან იღებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ხედავდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შესაბამისად იქცევიან და მაგალითიც მისგან აიღონ. თუმცაღა ბულინგის აღსაკვეთან ან შესამცირებლად ყველაზე დიდი როლი მაინც სკოლაში არსებულ გარემოს აქვს, ყველაზე დიდ როლს კი ამაში მასწავლებლები და სასწავლო ნაწილი თამაშობს.

ავტორი: StopBullying

გააზიარე: