როგორ დავბლოკოთ ცუდი კატეგორიის საიტები?

11 თებ 2020  1379 ნახვა
ავტორი: StopBullying

არსებობს სერვისი (OpenDNS), რომლითაც შეგიძლია დაბლოკო ისეთი კატეგორიის საიტები, როგორიცაა: აზარტული თამაშები, 18+ და სხვა მავნე ვებ გვერდები…

OpenDNS დაფუძნდა 2006 წელს უსაფრთხო, სწრაფი და უსაფრთხო ინტერნეტის მოხმარების შექმნის მიზნით. შესაბამისად, OpenDNS-მა უზრუნველყო სახლის ფარგლებში გამოყენებადი უსაფრთხო DNS სერვისი, 2012 წელს OpenDNS-მა ჩაუშვა სერვისი უსაფრთხოების პროდუქტი, სახელად “Umbrella”. მისმა სწრაფმა წარმატებამ და მომხმარებლის მიერ ათვისებადობამ განაპირობა OpenDNS-ის შეძენა Cisco-ს მიერ 2015 წელს.

ისმითვის, თუ როგორ გამოიყენოთ ის, პირველ ეტაპზე დაგჭირდება ერთი, ან რამდენიმე ხელსაწყოს გამოყენება OpenDNS-ის დომენების სახელების სისტემის (DNS) გამოსაყენებლად. ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ გააკეთო ეს, ქვემოთ მოცემული კატეგორიებიდან აირჩიე შენი ხელსაწყოს ტიპი:

პერსონალური კომპიუტერები: https://support.opendns.com/hc/en-us/sections/206253647

მობილური მოწყობილობები: https://support.opendns.com/hc/en-us/sections/206253707

შენიშვნა: ხელსაწყოს ინსტრუქციების მიყოლისას დარწმუნდი, რომ იყენებ ჩვენს FamilyShield-ის დომენის სახელების სისტემას (DNS). ჩვენი FamilyShield დომენის სახელების სისტემებია:

208.67.222.123
208.67.220.123

ავტორი: StopBullying

გააზიარე: