StopBullying-ის პრეზენტაცია საქართველოს რიგით მეხუთე ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე

13 დეკ 2019  1062 ნახვა
ავტორი: StopBullying

12-13 ნოემბერს „საქართველოს რიგით მეხუთე ინტერნეტ მმართველობის ფორუმი“ (GeoIGF2019) ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ინტერნეტ საზოგადოების და გაეროს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამდივნოს რეკომენდაციების გათვალისწინებით თბილისში გაიმართა. წლევანდელ ფორუმზე ციფრული სააგენტო Circle-ის დამფუძნებელმა - გიორგი გვასალიამ, ახალი პროექტის StopBullying-ის შესახებ ისაუბრა. ფორუმის დამსწრეებმა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ მობილურის აპლიკაციაზე, სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყოებზე, დაგეგმილ აქტივობებზე და მის მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია და პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

პროექტის აქტიურად ჩაშვება იგეგმება 2020 წლის დასაწყისში. წლევანდელი ფორუმის თემა საქართველოს ინტერნეტ სივრცის მთავარი გამოწვევები იყო, კერძოდ: საქართველოს ფართოზოლოვანი დაფარვის გამოწვევები და 5G ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები, კონტენტი და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ინტერნეტში, ონლაინ მედია რეგულაციები და ბავშვების დაცვა მავნე ზეგავლენისგან, ე.წ. ნივთების ინტერნეტი (IoT), პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა. GeoIGF-ი დაფუძნებულია მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს, ასევე, ტექნოლოგიური საზოგადოების წევრების ჩართვას.

ავტორი: StopBullying

გააზიარე: