StopBullying.ge-ის პრეზენტაცია TV IMEDI-ის ეთერში

13 დეკ 2019  1180 ნახვა
ავტორი: StopBullying

მორიგი კამპანია ბულინგის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ახალი ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია დაანონსდა 2019 წლის 14 ნოემბერს TV IMEDI-ის ეთერში.

გამართული პრეზენტაციის დროს დეტალურად იქნა განხილული StopBullying.ge ვებგვერდის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და მისი გამოყენების ინსტრუქციები. ვებგვერდის საშუალებით ნებისმიერი ადამიანი მიიღებს ბულინგთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას და ასევე რჩევებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ხვდება, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა.

პროექტის ორგანიზატორების აზრით, ამ პლატფორმის გამოყენება განსაკუთრებით საჭირო და შედეგიანი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

რა პრინციპით იმუშავებს აპლიკაცია და რაში და როგორ დაეხმარება ის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამაზე გვისმინეთ.

ავტორი: StopBullying

გააზიარე: