მოზარდებისთვის მოზარდებისთვის

ფსიქოლოგის პასუხი

  • მეგობრები
  •  | 
  • იმერეთი
  •  | 
  • 17 წლის

შეკითხვა:

11 თებ 2020

მოკლედ მოგიყვებით რამოხდა: მედა ჩემი სამეგობრო ძალიან ახლოს ვიყავით, სულ ძალიან კარგ დროს ვატარებდით ერთად, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ვზრუნავდით ერთმანეთზე. მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ერთი გოგონა, რომლის მიმართაც არ მაქვს კარგი დამოკიდებულება, გამოჩნდა და წამართვა ჩემი მეგობრები. რაც ის გამოჩნდა მას მერე სულ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ გავირიყე სამეგობროდან. მენატრება ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა და მათთან ერთად დროის გატარება. ყველაფერთან ერთად ეს გოგო ზუსტად იმ მასწავლებლებთან და ჯგუფებში იწყებს სიარულს. სადაც ჩვენ ყველანი ერთად დავიდოდით ხოლმე. ახლა ის ყველგან არის და ყოველთვის მრიყავს ჯგუფიდან. შეიძლება ეს ყველაფერი ასე სერიოზულად არ მიმეღო მაგრამ მანამდეც იგივეს მიკეთებდა ეს გოგონა სულ, ზუსტად მაგიტომ არ მომწონს ახლაც. ადრეც გვქონდა გამოცდილება, ყოველთვის, როცა ეს გოგო ჩნდება ჩემს მეგობრებს ვავიწყდები :( აღარ ვიცი რა ვქნა ძალიან განვიცდი არ მინდა მათი დაკარგვა

ფსიქოლოგის პასუხი

ძალიან დიდი მადლობა რომ მომიყევით თქვენი ისტორია. ვხედავ რომ ძალიან გაწუხებთ არსებული სიტუაცია, ამიტომ ალბათ ყველაზე კარგი იქნება თქვენს მეგობრებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რა გაწუხებთ. როგორც თქვენი მოყოლილი ისტორიიდან ჩანს მათ ძალიან უყვარხართ, და მნიშვნელოვანია დაელაპარაკოთ მათ ყველაფერზე და ერთად გაუმკლავდეთ პრობლემებს. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ისტორიას მოუყვებით თქვენთვის ახლობელ, სანდო ადამიანს, რათა გარდა ჩვენი მხარდაჭერისა მათი მხარდაჭერაც იგრძნოთ. იცოდეთ რომ მარტო არასდროს არ ხართ. ვფიქრობ, რომ თქვენს მეგობრებთან საუბარი და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება იქნება ახლა ყველაზე სწორი გადაწყვტილება, რადგან ამ ურთიერთობასი თქვენ არ ხართ მარტო და სწორედ ამიტომ მათი აზრიც მნიშვნელოვანია. 

გააზიარე: