მოზარდებისთვის მოზარდებისთვის

ფსიქოლოგის პასუხი

  • ბულინგი
  •  | 
  • თბილისი
  •  | 
  • 16 წლის

შეკითხვა:

11 თებ 2020

დედაჩემი როდესაც გარდაიცვალა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ძალიან მენატრება. მამაჩემმა კი სხვა ცოლი მოიყვანა რომელსაც 19 წლის შვილი ჰყავს. ისიც გოგოა და თავიდან გამიხარდა, ვიფიქრე სახლში მეტი მხიარულება იქნებოდა. ერთად წავედით სამოგზაუროდ და იქ აღმოვაჩინე როგორ უხეშად მექცეოდა ორივე - ყველანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და სახელებს მეძახდნენ. მამაჩემს რომ მოვუყევი პირიქით გამიბრაზდა, მითხრა არ მაფასებ საერთოდ და მათ მიმართაც ნდობა უნდა გქონდესო. უკვე სამი თვეა რაც ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ეს ყველაზე საშინელი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. მათ გამო ბევრი ფული დავკარგეთ, თანაც სულ ჩხობობენ, თუ ნახავენ რომ ვტირი აქეთ ბრაზდებიან ჩემზე. მამაჩემი ცდილობს მათთან დაშორებას, თუმცა ესე მარტივიც არ არის. მამაჩემი უკვე კარგად მექცევა, მიხვდა რომ მართალი ვიყავი, მაგრამ ვეცოდები და ამიტომ ვერ ვიტან ასე რომ მელაპარაკება ხოლმე. ახლა მარტო ვარ ყველა სამუშაოდაა და მიხარია, იმიტომ რომ შემიძლია ვიტირო ისე რომ არავინ გამიბრაზდეს. ამ თემაზე ვერავის ველაპარაკები, ასეთი მხოლოდ ორი ადამიანია და მათ ნახვასაც თითქმის ვერასდროს ვახერხებ. უბრალოდ მინდა რომ ყველაფერი დასრულდეს...

ფსიქოლოგის პასუხი

მადლობა რომ მოგვწერე და გაგვიზიარე შენი ისტორია. როგორც ჩანს ძალიან რთული პერიოდი გაქვთ შენ და მამაშენს. პირველ რიგში აუცილებელია იცოდე, რომ თუკი რაიმე მოხდა და თავი საფრთხეში იგრძენი ყოველთვის შეგიძლია პოლიციას დაურეკო და დახმარება ითხოვო. ხშირად მშობლებიც უშვებენ შეცდომებს და ყოველთვის არ უსმენენ თავიანთ შვილებს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია და ვხედავ რომ შენც გული გატკინა. თუმცა როგორც ჩანს ახლა მიხვდა თავის დანაშაულს და გამოსწორებას ცდილობს, რაც კარგია. ხანდახან რთულია მშობელისთვის აღიაროს დანაშაული. როგორ ფიქრობ, როგორ მიიღებს თუ შეეცდები მას დაელაპარაკო და გაუზიარო რაც გაწუხებს?    გასაგებია რომ ყოველთვის მტკივნეულია მსგავსი ცვლილებები ოჯახში, თუმცა ფინანსები უფროსების საქმეა და შენ არ უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობა და არ ინერვიულო ამ თემაზე. როგორც შენ თქვი მარტო ყოფნისას თავს კარგად გრძნობ - ტირილი ჩვეულებრივი მოვლენაა და ხშირად გვეხმარება კიდეც თავი უკეთ ვიგრძნობთ. ეს გრძნობების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა და გირჩევ ასეც ქნა ხოლმე. დაფიქრდი გარდა ამისა რა გეხმარება გრძნობების გამოხატვაში? ხატვა, ცეკვა, ხატვა ან რაიმე სპორტი? სად შეგიძლია დრო გაატარო სახლის გარეთ? იქნებ მეგობრებთან ერთად სკოლის შემდეგ და ყურადღების გადატანასაც შეძლებდი. როგორც არ უნდა მოიქცე, აუცილებელია იზრუნო შენს თავზე და ისე მოიქცე რაც თავს უკეთ გაგრძნობინებს. გახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოსწორდება და დალაგდება.

გააზიარე: