მოზარდებისთვის მოზარდებისთვის

ფსიქოლოგის პასუხი

  • დეპრესია
  •  | 
  • თბილისი
  •  | 
  • 21 წლის

შეკითხვა:

11 თებ 2020

რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით. ვკამათობდით და ამ დროს ძალიან გაბრაზდა, უხეშად დამიწყო საუბარი და შეურაცხყოფაც მომაყენა. ეს ყველაფერი მიწერით მოხდა, ონლაინ. ჩემი მშობლები მიკრძალავენ შეყვარებულის ყოლას, ამიტომ მათ მინაწერებს ვერ ვაჩვენებ და ვერ მოვუყვები რა მოხდა, მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იციან. ამ ყველაფრის გამო ძალიან გულნატკენი ვიყავი, გაბრაზებულზე მივწერე, მან კი ეს fb-ზე გამოაქვეყნა. რა გავაკეთო, ძალიან მრცხვენია, თანაც უკვე ყველამ ნახა პოსტი. ცხოვრება აღარ მინდა, მხოლოდ მას მივწერე, რომ თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. როგორ მოვიქცე?

ფსიქოლოგის პასუხი

ძალიან ვწუხვარ, რომ შენ და შენი შეყვარებული ერთად აღარ ხართ. დაშორებები ხშირად ძალიან რთულად გადასატანია, წარმომიდგენია რას განიცდი ახლა. ამ სიტუაციამ იმხელა გავლენა იქონია შენზე, რომ თვითმკვლელობაზეც კი დაიწყე ფიქრი. მეთანხმები? მოდი ერთად განვიხილოთ მომხდარი და მოვძებნოთ გამოსავალი. ძალიან ჭკვიანურია, რომ ამ თემაზე შენს მეგობრებს გაესაუბრე. თუ შენი ყოფილი შეყვარებული კვლავ განაგრძობს შენს შეშინებას, ან აქამდეც მოუწერია მსგავსი შეტყობინებები, შეგიძლია ეს ყველაფერი პოლიციას ან სანდო უფროს ადამიანს აჩვენო. დაშორება კი დროს საჭიროებს, რომ თავი უკეთ იგრძნო. რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი განსხვავებულია და დროც შესაბამისი ჭირდება, თუმცაღა ყურადღების გადატანით, მეგობრებთან ურთიერთობით და იმის კეთებით, რაც გიყვარს, თავს ბევრად უფრო სწრაფად იგრძნობ. უნდა გახსოვდეს, რომ დახმარება ყოველთვის ხელმისაწვდომია და იმედი არ უნდა დაკარგო. კარგი ქენი, რომ აქ მოიწერე და იცოდე, რომ ჩვენ ყოველთვის აქ ვართ და მზად ვართ დაგეხმაროთ.

გააზიარე: