ბულინგი არის არასასურველი, განმეორებითი ხასიათის აგრესიული ქცევა, რომელიც ხშირად არათანაბარი ძალებითაა გამოწვეული. ბულინგში ერთიანდება ქცევები, როგორებიცაა მუქარა, მცდარი ინფორმაციის გავრცელება, ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგრეთვე ჯგუფიდან ადამიანის გამიზნულად გარიყვა.
აღსანიშნავია, რომ ბულერი არ არის აუცილებელი ფიზიკურად უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე „ჩაგრული“. ძალათა არათანაბარი გადანაწილება შესაძლებელია გამოიწვიოს იმან, რომ აგრესორი ითვლება უფრო პოპულარულად, უფრო ჭკვიანად ან უბრალოდ არის უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მქონე.
ბულინგი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროსა და ადგილას, განსხვავებული რელიგიის, რასის, სქესისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე და სერიოზული ემოციური ზიანი გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ყურადღებას საჭიროებს არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლი, არამედ ბულერიც, რადგანაც შესაძლებელია ის სერიოზული პრობლემების წინაშე იდგეს. არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ ბულინგის მსხვერპლი, შენი მეგობარი, თუ შენთვის დაუბრალებიათ ბულერობა, დაიმახსოვრე, რომ დახმარება ყველასათვის ხელმისაწვდომია.
განარჩევენ პირდაპირ და არაპირდაპირ ბულინგს
პირდაპირი ბულინგი არის ბულინგის ყველაზე თვალსაჩინო ფორმა. პირდაპირი ბულინგის დროს უშუალო ზეწოლა ხდება ბულინგის მსხვერპლზე. პირდაპირი ბულინგის დროს თვალსაჩინოა ვინ არის ბულერი ან ბულერთა ჯგუფი, რადგან ისინი პირდაპირ, დამალვის გარეშე აბულინგებენ ადამიანს. ძირითადად პირდაპირ ბულინგში მოიაზრება ხოლმე ფიზიკური ბულინგი და ვერბალური ბულინგის და კიბერბულინგის გარკვეული გამოვლინებები.
არაპირდაპირი ბულინგი არის ბულინგის ისეთი სახე, როდესაც შეფარვით, არაპირდაპირ, ხდება ზიანის მიყენება გარკვეული ინდივიდისათვის ან ჯგუფისთვის. არაპირდაპირი ბულინგის დროს რთულია იმის იდენტიფიცირება თუ ვინ არის ბულერი. არაპირდაპირი ბულინგი შეიძლება მოიცავდეს ვერბალურ ბულინგს, კიბერბულინგს და ბულინგს, რომელიც თავის თავში მოიცავს ადამიანის გარკვეული ჯგუფიდან გარიყვას.
ფიზიკური ბულინგი
ფიზიკური ბულინგი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აგრესიის ფიზიკური გამოხატულება. ვინაიდან და რადგანაც ბულინგის განმარტების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ის, რომ ქმედება უნდა იყოს განმეორებადი, ფიზიკური ბულინგის შემთხვევაშიც ქცევა უნდა იყოს განმეორებადი. ფიზიკური ბულინგი შეიძლება მოიცავდეს ქცევებს, როგორებიცაა: დარტყმა, ხელის კვრა, შეფურთხება, არასასურველი და უხერხული შეხებები და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ფიზიკური ბულინგის ნიშნები:
ვერბალური ბულინგი
ვერბალური ბულინგი არის ზიანის მიყენება სიტყვების გამოყენებით. ვერბალური ბულინგი მოიცავს ისეთ ქცევებს/ქმედებებს, როგორებიცაა შეურაცხმყოფელი სახელების დაძახება, დაცინვა, არასასიამოვნო და ნეგატიური კომენტარების გაკეთება ვინმეს ატრიბუციებზე (გარეგნობა, რელიგია, რასა, სექსუალური ორიენტაცია და ასე შემდეგ). ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები შესაძლებელია განვიხილოთ არაპირდაპირ ბულინგის მაგალითებად. ვერბალური ბულინგი შესაძლებელია არაპირდაპირი ბულინგის მაგალითიც იყოს. ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ადამიანზე და ამ შემთხვევაში რთულია იმის იდენფიტიცირება, თუ ვინ წამოიწყო გავრცელება.
როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ვერბალური ბულინგის ნიშნები:
კიბერბულინგი
კიბერბულინგი არის ბულინგის სახე, რომელიც ხორციელდება კიბერსივრცეში. მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა სოციალურ ქსელებში, მედიაში და მეილის გამოყენებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ადამიანის შესახებ, ტყუილები მათ შესახებ, შესაძლებელია იყოს მისი პირადი, შეურაცხმყოფელი სურათების ნებართვის გარეშე გავრცელება. როგორც ვახსენეთ, კიბერბულინგი შესაძლებელია იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი ბულინგის სახეებში. პირდაპირია იმ შემთხვევაში, თუ სოციალურ ქსელებში ღიად აყენებენ შეურაცხყოფას და მიმართავენ მას მუქარით. ხოლო არაპირდაპირ ბულინგად შეიძლება განვიხილოთ ანონიმურად გავრცელებული ცრუ ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია. კიბერბულინგი არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლისთვის არის საზიანო, არამედ ნებისმიერი მის ირგვლივ მყოფი ადამიანისთვის, რადგან იქმნება სოციალურ ქსელებში მტრული და საფრთხის შემცველი გარემო.
როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ბულინგი:
ურთიერთობრივი ბულინგი
მსგავსი ტიპის ბულინგიც ხშირად განიხილება, როგორც არაპირდაპირი ბულინგის სახე. მოიცავს ქმედებებს, რომელიც გულისხმობს ინდივიდის ჯგუფიდან გარიყვას ან მასთან შეერთების ხელის შეშლას. მსგავსი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს უბრალოდ შესვენებები, სპორტული აქტივობები თუ სხვადასხვა სოციალური ქმედებები.
გააზიარე: