Stopbullying.ge არის პლატფორმა, რომლის მიზანიცაა ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, ბულინგის დეფინიციის სწორად განსაზღვრა და საზოგადოებისთვის მისი გასაგებ ენაზე მიწოდება. მოცემული პლატფორმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს - იქნება ეს მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი თუ ვინმე სხვა, ანონიმურად დასვას კითხვები, მოყვეს საკუთარი ისტორიები და დროულად მიიღოს მათზე ფსიქოლოგის პასუხი.
StopBullying-ის კამპანიის საშუალებით, რომელიც მოიცავს შესაბამისი ტრენინგებისა და ღონისძიებების ჩატარებას, ასევე StopBullying.ge-ის აპლიკაციისა და ბულინგთან დაკავშირებული ისტორიებისა და კითხვების შეჯამებითი სტატისტიკის წარმოებას, შესაძლებელი იქნება ბულინგის ყველაზე აქტუალური ტიპებისა და ცხელი წერტილების გამოვლენა. ამგვარად, სწორად დაიგეგმება შესაბამისი მომდევნო ნაბიჯები და პრობლემის გადაჭრა უფრო ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.
საბოლოო ჯამში, იარსებებს ინტერაქციული პლატფორმა, რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადოების ყოველი წევრისთვის მიუხედავად ასაკისა. Stopbullying.ge-ის მიერ შემოთავაზებული ხელსაწყოების გამოყენებითა და ანონიმურობის დაცვით შესაძლებელი იქნება პრობლემების გაზიარება, წარმოჩენა და მათთან გამკლავების გზების მოძიება. საზოგადოების ჩართულობის ზრდა ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, რაც პრობლემის აღკვეთისათვის აუცილებელი პირობაა.
ჩვენი სერვისები
ბოლო პერიოდში ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები დგანან, ბევრად უფრო კომპლექსური გახდა. ამის პარალელურად გაიზარდა შესაბამისი მხარდაჭერისა და დახმარების არსებობისა და მასთან წვდომის საჭიროებაც. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ამ ხედვას და თანაც მაქსიმალურად მოკლე დროში.
ჩვენი მიზანია აგრეთვე ისეთი მომავლის შექმნა, სადაც ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ახალგაზრდისთვის იქნება ხელმისაწვდომი შესაბამისი დახმარება და თანადგომა ისე, როგორც მათ ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
Stopbullying.ge ყველასათვის ღია პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სანდო ადგილს ნებისმიერ დროს.
გააზიარე: